გაკვეთილის გეგმა

გაკვეთილის გეგმა
                                                                                       
  საგანი  
ისტორია
    კლასი
მეერვე
საფეხური
საბაზო
მოსწავლეთა
პროფილი
15 მოსწავლე
1 მოსწავლე სსსმ
მასწავლებელი
გონერი მოსელიძე
გაკვეთილის
თემა
ბრძოლა სამხრეთ ამერიკის გათავისუფლებისათვის
თემის აქტუალობა
თემა აქტუალურია,რადგან მასში მოცემულია ქვეყნების კოლონიური უღლისგან გათავისუფლებისათვის ბრძოლის მაგალითები მოსწავლეები გაიაზრებენ ეროვნული ღირებულებებისადმი პასუხისმგებლობას.
სტანდარტთან
შესაბამისობა
ესგ მიხედვით.
რა სტანდარტ-
ზე გადის მოცე-
მული გაკვეთი-
ლი.
მიზანი:  შეძლოს განსაზღვროს რა პოლიტიკურ ვითარებაში არის ხელსაყრელი დამოუკიდებლობისათვის ბრძოლა შედეგი დროსა და სივრცეში ორიენტირება, ინდიკატორი ისტ.VIII.I მოსწავლეს შეუძლია დააკავშიროს ფაქტები და მოვლენები შესაბამის ისტორიულ ეპოქებთან ისტ.VIII.6.მოსწავლეს შეუძლია შეისწავლოს კონფლიქტების მიზეზები,განვითარება და შედეგები
გაკვეთილის
მიზანი
მოსწავლეები დაადგენენ მიზეზ- შედეგობრივ კავშირებს ევროპასა და ამერიკაში დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის მაგალითზე გამოიყენებენ ფაქტებსა და მოვლენებს არგუმენტირებული მსჯელობისათვის
წინარე ცოდნა
მოსწავლეებს წინა გაკვეთილზე
დამუშავებული აქვთ თემები:
ბრძოლა დამოუკიდებლობისათვის და აშშ-ს შექმნა სამოქალაქო ომი აშშ-ში იციან როგორ და რის ფასად აღწევენ დამოუკიდებლობას ქვეყნები და როგორ იმსხვრევა მონობის ბორკილები
სწავლების
სტრატეგიები
გონებრივი იერიში, ჯგუფური მუშაობა, პრეზენტაცია, დისკუსია
შეფასება





შეფასების რუბრიკები:
1.საგაკვეთილო პროცესში ჩართულობა.
2.დისკუსიაში მონაწილეობა.
3.პრეზენტაცია









გამოყენებული
რესურსი
VIII კლ.ისტორიის სახელმძღ-
ვანელო სანიკიძე გაჩეჩილაძე მსოფლიოს პოლიტიკური რუკა(ები)ცარცი დაფა რვეული შექმნილი სქემა
საშინაო დავალება
ტექსტისა და რუბრიკის მიხედვით დაწერეთ თხზულება “სიმონ ბოლივარი “შეეცადეთ მოიძიოთ დამატებითი მასალები

სსსმ მოსწავლის მირზა კუბლლაშვილის გაკვეთილის გეგმა          2017 წ 21 . 12
თემა ბრძოლა სამხრეთ ამერიკის დამოუკიდებლობისათვის
მიზანი: სახელმძღვანელოში სახელმწიფოთა სახელწოდების პოვნა და ფურცელზე გადმოწერა პოვნა რუკაზე
მიზანი მიღწეულია თუ  სსსმ მოსწავლე თემაში პოულობს ლათინური ამერიკის და ევროპის  ქვეყნების დასახელებებს გადმიოწერს ფურცელზე აგრეთვე სარდალთა სახელებსაც ხოსე სან მარტინს და სიმონ ბოლივარს საუბრობს მათზე მასწავლებლის ან მეგობრის დახმარებით ასრულებს ჯგუფში მარტივ დავალებას  მის მიერ შესრულებული დავალება ეთვლება ჯგუფურ მუშაობაში იმ ჯგუფს რომელშიც ის იმყოფება. შეიძლება იყოს ამ ჯგუფის პრეზენტატორის თანამონაწილე დასახელებული ქვეყნები მოძებნოს რუკაზე მეგობრის დახმარებით.                              


                               გ ა კ ვ ე თ ი ლ ი   ს ს ც ე ნ ა რ ი
          
ფაზა
აქტივობა
აქტივობის აღწერა
მოსწავლეთა
ორგანიზების
ფორმა
დრო

კლასის
ორგანიზაცია
სიის ამოკითხვა გაკვეთილისათვის მო-
მზადება.
საერთო საკლასო
1 წთ.

A
მოლოდინის
განსაზღვრა.
მოსწავლეთა პროვოცირება,
ცოდნის გააქტი
ურება.
გონებრივი იერიში კითხვების საშუალებით გამოვიკითხავ ჩრდილოეთ ამერიკის ბრძოლას დამოუკიდებლობისათვის 1 როგორი იყო ჩრ.ამერიკის კოლ. მართვის სისტემა?რა არგუმენტები ჰქონდატ კოლონისტებს ბრიტანეთის მთავრობისათვის გადასახადების გადახდის წინაარმდეგ?  რა მიზანს ისახავდა ბოსტონის ჩაის სმის სიმბოლური აქტი რა შედეგი მოჰყვა მას?თქვენი აზრით რატომ უჭერდნენ მხარს ამერიკელებს ჰოლანდიელები, ესპანელები და განსაკუთრებით ფრანგები? ისაუბრეთ აშშ-სსახელმწიფოებრივი მოწყობის შესახებ.
ფორუმი
7 წთ.

B
ახალი თემის
შესწავლა შინა-
არსის რეალი-
ზება.სიღრმისე-
ული წვდომა.
ახალი მასალის გადაცემა.ბრძოლა სამხრეთ ამერიკის გათავისუფლებისათვის სიმონ ბოლივარი, ხოსე სან მარტინი.
მინი ლექცია


საერთო საკლასო
8 წთ

ინფორმაციის
პრაქტიკული
გამოყენება
მოსწავლეებს ვთხოვ მოეწყონ ჯგუფებად

შეავსონ ჩემს მიერ 3 ვარიანტად  შექმნილი სქემა(რესურსი) ვენის დიაგრამა

1. დამოუკიდებლობისათვის ბრძოლა, აშშ, სამხრეთ ამერიკა, ესპანეთი,პორტუგალია.

2 პოლიტიკური რეჟიმების სტრუქტურა აშშ-ს სამხრეთ ამერიკის ესპანეთისა და ინგლისის მაგალითზე.

3 პიროვნებათა როლი მოცემულ ისტორიულ ეპოქაში  სიმონ ბოლივარი,ხოსე სან მარტინი, ნაპოლეონი.


ჯგუფური
მუშაობა


10წთ.

პრეზენტაცია




დისკუსია
მოსწავლეები აკეთებენ პრეზენტაციას შექმნილ დიაგრამისას,აანალიზებენ მას.

მართავენ დისკუსიას და აკეთებენ სინთეზს.
საერთო საკლასო
5წთ.
C
რეფლექსია
ვაჯამებ გაკვეთილს მიღწეული შედეგის
მიხედვით
საერთო საკლასო
5წთ

შეფასება
ვაფასებ მოსწავლეებს:  პრეზენტაციის,
 საგაკვეთილო პროცესში ჩართულობისა
და დისკუსიაში მონაწილეობის მიხედვით.
საერთო საკლასო
3წთ.

საშინაო დავალება
ვაძლევ დავალებას:სახელმძღვანელო
გვ.115ტექსტისა და რუბრიკის მიხედვით დაწერეთ თხზულება “სიმონ ბოლივარი” შეეცადეთ მოიძიოთ დამატებითი მასალები21.
საერთო საკლასო
2წთ.
                   
                     შეფასების სქემა ჯგუფური   მუშაობისათვის

კრიტერიუმები
    1-5
    6-7
    8-10
ჯგუფი მიერ სამუშაოს მიზნის
გააზრება
ჯგუფმა სამუშაოს მიზანი კარგად ვერ
გააცნობიერა
ჯგუფმა სამუშაოს
მიზანი გააცნობიერა
ჯგუფმა სამუშაოს
მიზანი კარგად
გააცნობიერა
ჯგუფის მიერ სამუ-
შაოს დაგეგმვა
ჯგუფმა სამუშაო ვერ დაგეგმა,ამიტო-
მაც მისი საქმიანობა
სტიქიური იყო
ჯგუფმა სამუშაო დაგეგმა,მაგრამ დროდადრო უხ-
დებოდა გეგმი-
დან გადახვევა
ჯგუფმა სამუშაო
კარგად დაგეგმა
და შეასრულა გე-
გმით გათვალის-
წინებული ყველა
პუნქტი
ჯგუფის მიერ სამუშაოს ორგანიზება
სამუშაო არ იყო ორ-
განიზებული.ჯგუფის
წევრებს შორის ფუნქ-
ციები არ განაწილებუ
ლა.
სამუშაო ორგანი-
ზებული იყო,მაგ-
რამ ჯგუფის წევ-
რებს შორის ფუნ- ქციები არათანაბ-
რად გადანაწილ-
და.
სამუშაო კარგად
იყო ორგანიზებუ-
ლი,ჯგუფის წევ-
რებს შორის ფუნ-
ქციები სწორად
და თანაბრად
გადანაწილდა
ჯგუფთა წევრთა
ჩართულობა
ერთი (ორი) მოსწავ-
ლე აქტიურობდა
მხოლოდ
ჯგუფის თითქმის
ყველა წევრი აქ-
ტიური იყო.
ჯგუფის ყველა
წევრი აქტიური
იყო
ჯგუფის წევრთა
შორის ურთიერთობა
ჯგუფის აქტიურ წევრსა და პასიურ წევრებს შორის ზოგ-ჯერ ურთიერთობები
იძაბებოდა
ჯგუფის წევრთა
შორის ძირითა-
დად პოზიტიური
ურთიერთობები
იყო
ჯგუფის წევრთა
შორის იყო პოზი-
ტიური და საქმი-
ანი ურთიერთო-
ბები


                                 პრეზენტაციის შეფასების სქემა
 
შედეგები
     1-2
     3-5
     6-7
    8-10
შესავალი
ტრაფარეტული
და უინტერესოა
მოსწავლე ცდილობს
აუდიტორიის დაინ-
ტერესებას,მაგრამ
ყურადღებას ვერ
იპყრობს
საინტერესოდ არის მოწოდებული და
შეესაბამება შინა-
არსს
ეფექტურია,არატრაფა-რეტული,იპყრობს
აუდიტორიის ყურადღებას
თემის გასაგებად წარ-
მოდგენა
ბუნდოვანია, საუბრობს დაბნეულად
მხოლოდ ნაწილობრივაა გასა-
გები,მოითხოვს და-
მატებით განმარტებებს
გასაგებია,მაგრამ
არის ხარვეზები,
ითხოვს დაზუსტებას
წარმოდგენილი საკი-
თხები ნათელი,გასაგები და
დამაჯერებელია
ლოგიკურობა
ლოგიკა დარღ-
ვეულია,არ არის
კავშირი ნაწილებს
შორის
ზოგიერთ ადგილს
აკლია ლოგიკურობა
ზოგჯერ არათანმიმ-
დევრულია
ზირითადად,ლო-
გიკური და თან-
მიმდევრულია,
მაგრამ მკაფიოდ
არ გამოყოფს
ნაწილებს
ლოგიკურია და კარგად ჩამოყალიბებული
არგუმენტაცია
არა აქვს არგუმენტები
არგუმენტები მცირეა და არა დამა-
ჯერებელი
არგუმენტები
აქვს,მაგრამ აკლია ფაქტობრი-
ვი მასალით გამ-
ყარება
არგუმენტები ბევრია
და დამაჯერებელი,
გამყარებულია ფაქტობ
რივი მასალით
დასკვნები
არ არის გაკეთებული
დასკვნები ულოგი-
კო და გაუმართავია
ლოგიკურია,მაგრამ
ყველა საკითხის
რეზიუმირება არ
ხდება
ლოგიკური და
ორიგინალურია
აუდიტორიასთან
კონტაქტი
ვერ ამყარებს კონტაქტს,საუბრობს
გაურკვევლად
პერიოდულად ცდი-
ლობს აუდიტორიის
ყურადღების მიპყ-
რობას,მაგრამ არ იცის,რა ხერხით
გრძნობს აუდიტორიას და
ძირითადად ამრა-
რებს კონტაქტს
ფლობს აუდიტორიას,
ადეკვატურად რეაგი-
რებს მის რეაქციაზე,
ეფექტურად იყენებს
ვერბალურ და არავერ-
ბალურ ხერხებს
პასუხები
აუდიტორიის
შეკითხვებზე
უჭირს პასუხების გაცემა
პასუხი არ არის
სრულყოფილი
თითქმის ყველა
კითხვას უპასუხებს
სრულყოფილ პასუხს
სცემს ყველა შეკითხვას

                              საგაკვეთილო პროცესში ჩართულობა

        
შედეგები
     1-2
      3-5
       6-7
       8-10
აქტიური მონაწილეობა
არ არის ჩართული
პერიოდულად ერთვება,მაგრამ
არანაყოფიერად
აქტიურია,მაგრამ
მნიშვნელოვანი
წვლილი ვერ შეაქვს
აქტიურია,კონსტრუქციუ-
ლი და შეაქვს დიდი წვლილი
აზრების დამოუკიდებლად
გამოთქმა
ვერ გამოთქვამს
საკუთარ აზრს
იშვიათად გამოთქვამს საკუთარ აზრებს
გამოთქვამს საკუ-
თარ აზრებს,მაგრამ
ზოგჯერ აკლია
დამაჯერებლობა
ყველა საკითხზე აქვს საკუთარი აზრი,დამაჯე-
რებელი,არგუმენტირებული
კონცენტრირება
სამუშაოზე
ვერ ახერხებს კონცენტრირებას
ცდილობს კონცენტ-
რირებას,მაგრამ ხში-
რად ეფანტება გონე-
ბა
ძირითადად,
კონცენტრირებულია
სამუშაოზე
მთელი გაკვეთილის განმავ-
ლობაში კონცენტრირებუ-
ლია სამუშაოზე
სხვისი აზრების
მოსმენა და
პატივისცემა
არ უსმენს სხვების აზრებს,აწყვეტინებს
ყოველთვია არ უსმენს სხვების აზ-
რებს ან უსმენს,მაგ-
რამ აქვს არაადეკვა-
ტური რეაქციები
უსმენს სხვების აზ-
რებს და ცდილობს,
იყოს კორექტული
ყურადღებით ისმენს სხვე-
ბის აზრებს,აანალიზებს და
კორექტულია


პოლიტიკური რეჟიმები
მსგავსება
განსხვავება
შენიშვნა
აშშ



ინგლისი



ესპანეთი









ისტორიული პირები
მსგავსება
განსხვავება
შენიშვნა
ნაპოლეონი



სიმონ ბოლივარი



ხოსე სან მარტინი






დამოუკიდებლობისათვის ბრძოლა
მსგავსება
განსხვავება
შენიშვნა
აშშ



სამხრეთ ამერიკა



ესპანეთი

პორტუგალია




რეფლექსია

საბაზო საფეხურის მეერვე კლასში ჩემს მიერ ჩატარდა შიგა დაკვირვების გაკვეთილი ისტორიაში.გაკვეთილის თემა იყო ბრძოლა სამხრეთ ამერიკის გათავისუფლებისათვის. მოცემული თემა იყო აქტუალური, ეხებოდა კოლონიური  რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლას. მოსწავლეებმა გაიაზრეს ეროვნული ღირებულებებისადმი პასუხისმგებლობა ესგ მიხედვით გაკვეთილი აკმაყოფილებდა სტანდარტებს ისტ. 8,1 მოსწავლეებმა შესძლეს დაეკავშირებინათ ფაქტები და მოვლენები შესაბამის ისტორიულ ეპოქასთან, მოახდინეს ორიენტირება დროსა და სივრცეში  ისტ.8,6 მოსწავლეებმა დაადგინეს კინფლიქტების მიზეზები განვითარება და შედეგები. მათ კარგად გაიაზრეს გაკვეთილის მიზანი,- დაედგინათ მიზეზ შედეგობრივი კავშირები ევროპასა და ამერიკაში დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის მაგალითებზე მოსწავლეებს წინა გაკვეთილზე დაამუშავეს თემა ბრძოლა აშშ დამოუკიდებლობისათვის. გაკვეთილზე გამოყენებული იქნა სტრატეგიები; 1. გონებრივი იერიში. 2. მინი ლექცია ახალი მასალისათვის 3. ჯგუფური მუშაობა 4. პრეზენტაცია. კითხვა პასუხებით მოსწავლეებმა კარგად იმუშავეს. ახალი მასალის გადაცემა მოხდა მოსწავლეების საგაკვეთილო პროცესში ჩართულობით. კარგად მოახდინეს დროსა და სივრცეში ორიენტირება. მოიყვანეს ანალოგიური მაგალითები გავლილი მასალიდან. დაასახელეს ისტორიული პირები, რომლებიც სხვადასხვა ეპოქებში მოღვაწეობდნენ 3. ჯგუფურ მუშაობაში გამოყენებული იქნა სამი სხვადასხვა ვარიანტი. რის მიხედვითაც შეიქმნა 3 ჯგუფი. გამოყენებული იქნა ვენის დიაგრამა,  გააკეთეს ანალიზი პიროვნებათა როლის მნიშვნელობა შესაბამის ისტორიულ ეპოქაში. გამოჰყვეს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის 3 ეტაპი, გაანალიზეს აშშ, სამხ. ამერიკის, ესპანეთის სახ. პოლიტიკური რეჟიმები.ჯგუფებმა კარგად გააცნობიერეს სამუშაოს მიზანი. დაგეგმეს მუშაობა და გაითვალისწინეს ყველა პუნქტი.სამუშაო კარგად იყო ორგანიზებული. ჯგუფის წევრებს შორის ფუნქციები სწორად გადანაწილდა. ჯგუფის ყველა წევრი იყო აქტიური, ჯგუფის წევრებს შორის იყო პოზიტიური და საქმიანი უეთიერთობები. 4 ლიდერებმა მოახდინეს ერთობლივად შექმნილი რესურსის, ვენის დიაგრამის პრეზენტაცია. რომლებიც ჩემს მიერ შექმნილი მაგნიტის სამაგრით იქნა მიმაგრებული დაფაზე. .პრეზენტაციის დროს აჩვენებდნენ დასახელებულ ქვეყნებს რუკაზე.მათ შეავსეს ჩემს მიერ დაფაზე შექმნილი კონტურული რუკა, შესაბამისი ქვეყნების სახელებით. მოსწავლეებმა შექმნეს რესურსი აშშ სახ. დროშა და მოახდინეს მისი აღწერა. პრეზენტაციები კარგად არის მოწოდებული. იპყრობს აუდიტორიას. წარმოდგენილი საკითხები ნათელი და დამაჯერებელია .ლოგიკურია და კარგად ჩამოყალიბებული. არგუმენტები საკმარისია და დამაჯერებელი გამყარებულია ფაქტებით. ლოგიკური და ორიგინალურია. ფლობდნენ აუდიტორიას. ადეკვატურად რეაგირებდნენ მის რეაქციაზე.ეფექტურად იყენებდნენ ვერბალურ და არავერბარულ ხერხებს, უპასუხეს ყველა კითხვას.მოსწავლეები იყვნენ აქტიურები ,პიროვნებებზე, ქვეყნებზე და მოვლენებზე გამოთქვამდნენ საკუთარ აზრს არგუმენტირებულად, კონცენტრირებული არიან სამუშაოზე ,პატივს სცემენ ერთმანეთის აზრებს.
სსსმ მოსწავლისათვის შექმნილი იყო გაკვეთილის გეგმა. სსსმ მოსწავლე მირზა კუბლაშვილს უნდა ამოეწერა სახელმძღვანელოდან ქვეყნების სახელწოდებები და პიროვნებათა სახელები. მეგობრების დახმარებით ამ საქმიანობით ის ჩართული იყო მუშაობაში ერთ-ერთ ჯგუფთან და მათთან ერთად მუშაობდა, რომ გამოცალკავებულად არ ეგრძნო თავი სხვებისაგან. მან სამუშაო  კარგად იმუშავა და მიიღო განმსაზღვრელი შეფასება
 4 მოსწავლე იქნა შეფასებული განმსაზღვრელი  შეფასებით 4 მოსწავლე განმავითარებელი შეფასებით. შეფასებაზე განემარტა მოსწავლეებს რის გაკეთება შესძლეს და რა უნდა გაითვალისწინონ.
მოსწავლეებს მიეცათ საშინაო დავალება და განემარტათ რა და როგორ უნდა გაეკეთებინათ
დროის ლიმიტირებაში იყო მცირეოდენი დარღვევა.

მასწავლებელი გონერ მოსელიძე        2017 წ. 21 დეკემბერი.

No comments:

Post a Comment