Tuesday, December 21, 2021

სამუშაო შეხვედრები კოლეგებთან

კოლეგებთან სამუშაო შეხვედრების ორგანიზება. ოთხი სამუშაო შეხვედრების გეგმა: კოლეგებთან შეხვედრების ორგანიზატორი: ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის თავმჯდომარე მადიმი დოლაკიძე. შეხვედრების თარიღი შეხვედრების მიზნები მიზნის აქტუალურობა შეხვედრების ძირითადი საკითხები 19.04.2017 წელი კოლეგებისათვის სასწავლო პროცესის ეფექტურად წარმართვის, თანამედროვე ინოვაციური მეთოდების გამოყენებით, სტანდარტული და სამოდელო გაკვეთილების მომზადებისა და ჩატარების ხერხებისა და საშუალებების შესახებ არსებული ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება. პირველი სამუშაო შეხვედრის მიზანი აქტუალურია, რადგან პედაგოგები ჩართული არიან პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში,გაკვეთილის ჩატარება სავალკდებულო აქტივობაა შესაბამისად მათ უნდა იცოდნენ ძალიან კარგად გაკვეთილის ტიპები და ყველა პედაგოგმა სასწავლო პროცესი უნდა გახადოს ინტერაქტიური, რათა ჩვენი მოსწავლეები უპრობლემოდ შეხვდნენ ხვალინდელ გამოწვევებს. 1.როგორ დავგეგმოთ მოქნილი და შემოქმედებითი გაკვეთილი? 2.;რა არის სამოდელო გაკვეთილი? 3. რამდენი ტიპის სამოდელო გაკვეთილი არსებობს? 4. როგორ უნდა ჩამოვაყალიბოთ იდეა? 5.როგორ უნდა დავგეგმოთ სამოდელო გაკვეთილი? 6.როგორ დავწეროთ რ ე ფ ლ ე ქ ს ი ა? 21.04.2017 წელი სასწავლო რესურსის შექმნისა და გამოყენების შესახებ არსებული ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება კოლეგებისათვის და საგაკვეთილო პროცესში რესურსის ეფექტური გამოყენება მეორე შეხვედრის საკითხი აქტუალურია , რადგან დღეს საგაკვეთილო პროცესი ისტ რესურსების გარეშე წარმოუდგენელია , ჩვენი თაობა კი ჯეროვნად ვერ ფლობს საინფორმაციო ტექნოლოგიებს . როგორ დავგეგმოთ პრაქტიკული გაკვეთილი რესურსის გამოყენებით? როგორ შევქმნათ მიზნობრივი საგანმანათლებლო რესურსი? 27.04. 2017 წელი სასწავლო პროცესში მოსწავლეთა განსხვავებული ორგანიზების ფორმების გამოყენებით საგაკვეთილო პროცესის გამრავალფეროვნება და მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება. მესამე შეხვედრის საკითხი აქტუალურია, რადგან მოსწავლისათვის 45 წუთის განმავლობაში ერთ ფორმაში მუშაობა მოსაწყენია, მათი მოტივაცია საკმაოდ მაღალია როცა საგაკვეთილო პროცესი მრავალფეროვანია , პედაგოგების ნაწილი კი ,, ტრადიციულ ,, სასწავლო გარემოს ვერ გასცდა. როგორ გამოვიყენოთ მოსწავლეთა მრავალფეროვანი ორგანიზების ფორმები სასწავლო პროცესში? ა)მუშაობა ფორუმში ბ) ინდივიდუალური მუშაობა გ)მუშაობა წყვილებში დ)მუშაობა ტრიადებში(მცირე ჯგუფებში) ე)მუშაობა ჯგუფებში 8.05. 2017 წელი 1.სამუშაო შეხვედრებზე შეძენილი ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება. 2. სასწავლო პროექტებით სწავლების შესახებ გამოცდილების გაზიარება (სამომავლო გეგმებიდან) პედაგოგის მიერ ჩატარებულ გაკვეთილზე უკუკავშირი აუცილებლობას წარმოადგენს , ამიტომაც ამ შეხვედრაის საკითხიც აქტუალურია. სასწავლო პროექტებით სწავლება კი უფრო სახალისოა მოსწავლეებისათვის ამ საკითხს უფრო დეტალურად სამომავლოდ განვიხილავთ . 1.სამუშაო შეხვედრების შემდეგ პრაქტიკოსი მასწავლებლების ნუგზარ კობერიძისა და მარინა ბოჭორიშვილის მიერ ჩატარებული გაკვეთილებისა და შეხვედრების მონაწილე უფროსი მასწავლელების მიერ ჩატარებული სამოდელო გაკვეთილების განხილვა. 2. როგორ დავგეგმოთ და განვახორციელოთ სასწავლო პროექტი?