Monday, May 28, 2018

სამოდელო გაკვეთილი

გამჭოლი კომპეტენციებზე (  წიგნიერება ) ორიენტირებული სამოდელო გაკვეთილი


მასწავლებელი
გონერი მოსელიძე
საგანი
საქართველოს ისტორია
კლასი
IX
საფეხური
საბაზო
მოსწავლეთა რაოდენობა
გაკვეთილის ხანგძლივობა
14 მოსწავლე

45 წთ.
გაკვეთილის ტიპი
გამჭოლ კომპეტენციებზე(წიგნიერება) ორიენტირებული სამოდელო გაკვეთილი
გაკვეთილის თემა

მისაღწევი მიზნები კლასისათვის ესგ მიხედვით







გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები
საბჭოთა რუსეთის მიერ დემოკრატიული სსაქართველოს დაპყრობა

ისტ.IX.5. მოსწავლეს  შეუძლია გააანალიზოს საგარეო და საშინაო ფაქტორების გავლენა ქართული სახელმწიფოს წარმოშობასა და განვითარებაზე.

წიგნიერება-მოსწავლეს შეუძლიქა მხატვრული ტექსტების დოკუმენტური  ლიტერატურის გმირების პიროვნებათა როლის ზემოქმედების ანალიზი ქვეყნის საშინაო და საგარეო ფაქტორებზე


ისტორია - მოსწავლეს შეუძლია გააანალიზოს საბჭოთა რუსეთ-საქართველოს შორის მიმდინარე ომის უარყოფითი შედეგები გაიაზროს ტრაგედია რომელიც თავს დაატყდა ქვეყანას.

წიგნიერება -  შეაფასოს პიროვნებათა როლი საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში

შედეგი თვალსაჩინოა თუ:
 მოსწავლე ლოგიკურად  მსჯელობს შექმნილ რთულ პოლიტიკურ კრიზისზე მოჰყავს არგუმენტები საბჭოთა რუსეთის მხრიდან უსამართლო ომზე წარმოაჩენს პიროვნებათა როლს სამშობლოსადმი თავგანწირვის მაგალითზე. ორიენტირებას აკეთებს დროსა და სივრცეში ადგილს მიუჩენს ეპოქის გარკვეულ მონაკვეთში დადებით და უარყოფით გმირებს.
 რუკაზე უჩვენებს არმიათა მიმართულებებს ბრძოლის ადგილებს ქვეყნებს.
მისაღწევი შედეგი კლასისათვის


წიგნიერება
შედეგი მიღწეულია თუ მოსწავლეები გონებივი იერიშის დროს ამჟღანნებენ შესაბამის ცოდნას იციან სახელმწიფოს ატრიბუტები დემოკრატიული საქართველოს ქრონოლოგია. იყენებს მათ არგუმენტირებული მსჯელობის დროს.მოიპოვებენ დაამუშავებენ ინფორმაციას.არიან როლური თამაშების  აქტიური მონაწილენი აცოცხლებენ გმირთა ქმედებებს, ითავისებენ მათ სულისკვეთებას პიროვნებებზე ქმნიან ჯგუფური მუშაობის დროს შესაბამის თემატიკურ რესურსებს.ახასიათებენ გმირებსა და ისტორიულ პიროვნებებს ადარებენ მათ ერთმანეთს. ამუშავებენ მოპოვებულ დოკუმენტურ ინფორმაციას და აცნობენ ერთმანეთს.აკეთებენ დასკვნებს და აჯამებენ შედეგებს


წინარე ცოდნა
მოსწავლეებმა იციან” საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკა და კულტურული მიღწევები“
კლასის ორგანიზების ფორმები
ინდივიდუალური,მთელ კლასთან,ჯგუფური მუშაობისა და როლური თამაშებისათვის განლაგების  მომზადება
გამოყენებული რესურსები
გამოყენებული სტრატეგიები
სახელმძღვანელო,რუკები დაფა  სურათები, ილუსტრაციები, დიაგრამები.დოკუმენტური მასალები

გონებრივი იერიში,წინარე ცოდნის შემოწმება,გადასვლა ახალი გაკვეთილის ახსნა


შეფასება
1.განმავითარებელი
2.განმსაზღვრელი



გ  ა კ  ვ ე თ  ი ლ ი ს    მ ს ვ ლ ე ლ  ო ბ ა
Aფაზა
აქტივობა.1.(8წთ)
აქტივობის დასახელება:გონებრივი იერიში
აქტივობის მიზანი: წინარე ცოდნის გააქტიურება
აქტივობის აღწერა: კითხვა პასუხის რეჟიმი
მოსალოდნელი შედეგი: კითხვა პასუხში ჩაერთვება ყველა მოსწავლე მათგან გამორჩეულები მიიღებენ განმსაზღვრელ შეფასებას,სხვები კი განმავითარებელ მოტივირებულ შეფასებას.
აქტივობის ფორმა:საერთო საკლასო



B ფაზა
აქტივობა2.(8წთ.)
აქტივობის დასახელება:მინი ლექცია გაკვეთილის ახსნა
თემა: საბჭოთა რუსეთის  მიერ დემოკრატიული საქართველოს დაპყრობა
წიგნიერება გმირები და ანტიგმირები თემასთან კავშირში
აქტივობის აღწერა: წინარე ცოდნასთან კავშირში ვაკეთებ გადასვლას აღნიშნულ თემაზე  ვუამბობ მოსწავლეებს მოვლენების მსვლელობის ისტორიას.ზოგადად ვაცნობ გმირებსა და ანტიგმირებს ვაკეთებ შედარებას მოსწავლეთა ჩართულობით. ვიყენებ შესაბამის პოლიტიკურ რუკას
აქტივობის მიზანი:ახსნილი გაკვეთილი ეყრდნნობა რა წინარე ცოდნას მოსწავლეები ეცნობიან სამწლიანი დემოკრატიული საქართველოს ტრაგიკულ ისტორიას ხდება მოსწავლეების თანაჩართულობა გაკვეთილის ახსნაში მოჰყავთ ანალოგიები ნასწავლი გავლილი მასალიდან გამოთქვამენ ვარაუდებს.
მოსალოდნელი შედეგი: მოსწავლეები გაიაზრებენ თუ რა შედეგი უნდა მოჰყოლოდა საქართველოსათვის დამოუკიდებლობის დაკარგვას ემოციურად განეწყობიან შემდეგი აქტივობისათვის


აქტივობა 3 (12წთ)
აქტივობის დასახელება: ჯგუფური მუშაობა
აქტივობის აღწერა მოსწავლეები იყოფიან 3 ჯგუფად შესაბამისად ამუშავებენ სამ დოკუმენტურ მასალას აანალიზებენ მოპოვებულ ინფორმაციას გმირებსა და ისტორიულ პიროვნებებზე მათი ბიოგრაფიის გამოყენებით განსაზღვრავენ მათ როლს და მიუჩენენ ადგილს საქართველოს ისტორიის ქრონოლოგიურ სივრცეში მსჯელობენ საქართველოს დაპყრობის დროს გმირების თავგანწირვაზე აჯერებენ ერთმანეთთან აზრებს, არჩევენ არგუმენტებს, აკეთებენ ისტორიულ თემატიკას ფურცელზე ახდენენ ნაშრომის პრეზენტაციას.
მოსალოდნელი შედეგები
შედეგი მიღწეულია თუ - მოსწავლეებს უყალიბდებათ კოლექტიური მუშაობის უნარჩვევები კეთებით, შემოქმედებით, ერთმანეთის აზრის პატიბისცემის, სინთეზის, ანალიზის, შემოქმედებითი უნარები, ლოგიკური არგუმენტირებული აზროვმების, ტრანსფერის, დროსა და სივრცეში ორიენტირების უნარები. გაიაზრებენ ეროვნული ღირებულებებისადმი (პატრიოტიზმი, თავგანწირვა) პატივისცემის გრძნობას.
აქტივობა 4 როლური თამაში სასამართლო: 10წ.
გმირთა რეაბილიტაცია დასჯილთა საბოლოო სიტყვა და განაჩენი
აქტივობის მიზანი მეხსიერებითი უნარჩვევების განვითარება მოსწავლეები თავად განიცდიან როლური თამაშებით პერსონაჟთა სულიერ განწყობილებას
აქტივობის აღწერა:წიგნიერების მხატვრული და დოკუმენტური მასალის საფუძველზე მოსწავლეები ინაწილებენ როლებს მოსამართლე პროკურორი ადვოკატი მოწმე პოეტი კოლაუ ნადირაძე პირველად ახდენენ გმირთა რეაბილიტაციას ასამართლებენ სერგო ორჯონიკიძეს პოეტი ბრალს დებს მას ლექსით(ფაქტობრივი მტკიცებულება) მოსამართლეს გამოაქვს განაჩენი.
აქტივობა 5 სახალისო ისტორია5წ
აქტივობის მიზანი:
სწრაფი აზროვნებისა და ფიზიკური უნარჩვევების განვითარება
აქტივობის აღწერა:
სიტყვებად დანაწევრბულ დაჭრილი თაბახისგან რომელი ჯგუფი უფრო სწრაფად ააწყობს 3 სხვადასხვა ფერის წინადადებას თითოეული მათგანი ერთ რომელიმე ფაქტს ან მოვლენას ასახავს.


  • C ფაზა


მოსწავლეთა შეფასება
განმსაზღვრელი განმავითარებელი საშინაო დავალების მიცემა ანკეტირება
რეფლექსია
გაკვეთილის მიზანი შეესაბამებოდა სამოდელო გაკვეთილის ტიპს და ესგ-ს. კლასის ორგანიზების ფორმები, მორგებული იყო აქტივობებზე. რესურსები- მათ შორის ჩემს მიერ შექმნილი რესურსი შეესაბამებოდა თემას და მიზანს.
ამ ტიპის გაკვეთილი შევარჩიე იმიტომ, რომ მოცემული თემისადმი მოსწავლეებმა უფრო მეტი ინტერესი გამოიჩინონ. მხატვრული ლიტერატურის ჩართვით მიიღონ ემოციური დატვირთა.მოვახდინე მოსწავლეთა სულიერი, ესტეთიკური და პატრიოტული მოტივაცია. კოლეგებს ვაჩვენე შეძლებისდაგვარად რომ  წიგნიერებაზე ორიენტირებული გაკვეთილი უფრო მრავალფეროვანია და ხელს უწყობს ცოცხლად ისტორიული მოვლენების წარმოსახვას.
მსგავსი გაკვეთილი ხელს უწყობს ლოგიკურ არგუმენტირებულ მსჯელობას. აზრთა ურთიერთგაცვლას, სწორი დასკვნების გამოტანას. ანალიზისა და შეფასების უნარების განვითარებას. ეროვნული ღირებულებების პატივისცემას  სახალისო აქტივობა საინტერესო აღმოჩნდა მოსწავლეებისათვის.
გავითვალისწინებ იმას რომ მოსწავლეთა ნაწილისაგან “გონებრივ იერიშში”არ იყო ლოგიკური პასუხები და ვამუშავებ ამ მიმართულებით. მოსწავლეებს კარგად გამოუვიდათ პრეზენტაცია თუმც შეიძლებოდა უფრო მყარი არგუმენტების მოყვანა .საჭიროა ამ მიმართულებით მათთან გავაძლიერო მუშაობა. გავითვალისწინებ მომავალში   უფრო მეტი მრავალფეროვნება შევიტანო რესურსებში.
ბოლოს მოვახდინე გაკვეთილის შეჯამება და შევაფასე მოსწავლეები განმსაზღვრელი და განმავითარებელი შეფასებით.
საშინაო დავალება:(1წთ.)
 მოსწავლეებს მივეცი საშინაო დავალება და მივუთითე რა ტიპის უნდა ყოფილიყო  დავალება.